Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოს პროვოკაციებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საბრძოლო მზადყოფნას აძლიერებს


რუსეთმა საქართველო პროვოკაციებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების საბრძოლო მზადყოფნა გააძლიერა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს თქმით, აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოების წინ, თბილისი პროვოკაციებს არ წყვეტს, რის გამოც სიტუაცია შემაშფოთებელია. რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი მოვლენათა განვითარებას ყურადღებით აკვირდება და ყველა ზომას მიმართავს, რათა სროლის ცალკეული შემთხვევები სერიოზულ შეტაკებაში არ გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG