Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ დაამტკიცა ავღანეთში ახალი სამეთაურო სტრუქტურის რეორგანიზაციის გეგმა


დღეს ნატომ დაამტკიცა ავღანეთში ალიანსის ახალი სამეთაურო სტრუქტურის რეორგანზაციის გეგმა, რომელიც ახალი შტაბბინის შექმნას ითვალისწინებს ყოველდღიური ოპერაციების გასაძღოლად. ნატოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს აპათურაიმ განაცხადა, რომ ახალ შუალედურ გაერთიანებულ შტაბბინას უხელმძღანელებს შეერთებული შტატების გენერალი დევიდ როდრიგესი. ალიანსის დღევანდელი სხდომა პირველი იყო, რომელსაც ნატოს ახალი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უძღვებოდა. ახალი სამეთაურო სტრუქტურა გააკონტროლებს ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებს, რომელშიც 64 ათასამდე ჯარისკაცი მსახურობს. მათ ნახევარს ამერიკელები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG