Accessibility links

logo-print

საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპი 10 წლის მოზარდს ოჯახის წევრისგან გადაეცა, ვირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი მოქალაქე კი, ახლახან მალაიზიიდან დაბრუნდა. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის საქართველოში ღორის გრიპით დაავადების სულ 12 შემთხვევაა აღრიცხული.
XS
SM
MD
LG