Accessibility links

logo-print

გორის რაიონის სოფელ ტყვიავში აფეთქება მოხდა


დღეს საღამოს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც 15 წლის უჩა გიუნაშვილი დაიჭრა. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, გიუნაშვილი საქონელს მწყემსავდა და მდინარის პირას ნახა მისთვის უცნობი მოწყობილობა, რომელსაც ხელი მოჰკიდა. ამ მომენტში მოხდა აფეთქება. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, საქმე ეხებოდა ნაღმის ამფეთქს (ე.წ. დეტონატორს). არ აფეთქებულა თვით ნაღმი, რომლის გაუვნებელყოფაც მალე მოხერხდა. უჩა გიუნაშვილი კიდურის დაზიანებით მიიყვანეს გორის საავადმყოფოში და მალევე გამოწერეს.
XS
SM
MD
LG