Accessibility links

4 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. საუბრის თემა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის პროცესი. კაკაბაძე თვლის, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ის ფიქრობს, რომ როგორც წინა გენერალური დირექტორის არჩევისას, დღესაც არსებობს წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. ამგვარი მოლოდინის მიუხედავად, ნინია კაკაბაძე ფიქრობს, რომ საზოგადოების აქტიურობას ყოველთვის აქვს აზრი.
XS
SM
MD
LG