Accessibility links

logo-print

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს


კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და მისი ამერიკელი კოლეგა ბარაკ ობამა შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი დღეს მოსკოვის ინიციატივით გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოსაც, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთსა და ირანს.
XS
SM
MD
LG