Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა 2 ამერიკელი ჟურნალისტი შეიწყალა


ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩონ ირმა შეიწყალა ორი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელთაც ივნისში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში უკანონოდ გადასვლის ბრალდების საფუძველზე. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კიმ ჩონ ირმა ორი ჟურნალისტი - ეუნა ლი და ლაურა ლინგი - შეიწყალა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს შეხვდა. კლინტონი ფხენიანს ეწვია პირადი ვიზიტით, რათა დაკავებული ჟურნალისტების განთავისუფლებისთვის მიეღწია. ჯერ არ არის ცნობილი, როდის შეძლებს ორი ჟურნალისტი ქალი სამშობლოში დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG