Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აღიარებს სამი ამერიკელის დაკავების ფაქტს


ირანი ადასტურებს სამი ამერიკელის დაკავებას ერაყის საზღვართან. სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ის მოქალაქეები ირანის ტერიტორიაზე ”არალეგალური შესვლისთვის” დააკავეს. დასავლეთ ირანის ქურთისტანის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის თანახმად, ამერიკელები ქალაქ მარივანთან დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამი მოქალაქე ირანსა და ერაყს შორის სასაზღვრო მთიან რაიონში ლაშქრობაში იმყოფებოდა და ისინი პარასკევს დააკავეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანს მოუწოდებს, დაკავებულები გაათავისუფლოს.
XS
SM
MD
LG