Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთი აკრიტიკებს ყირგიზეთში რუსეთის ახალი ბაზის განთავსების გეგმას


უზბეკეთმა გააკრიტიკა ყირგიზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმა. უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ბაზის გახსნა რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. გასულ კვირაში რუსეთმა და ყირგიზეთმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ყირგიზეთში რუსეთის მეორე სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ. ყირგიზეთში რუსეთსა და აშშ-ს აქვთ საჰაერო ბაზები. აშშ თავის ბაზას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის იყენებს.
XS
SM
MD
LG