Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალური შტაბი საქართველოს მოქმედებებს აკვირდება


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ვარაუდობს, რომ საქართველო ახალი აგრესიისთვის ემზადება, თუმცა მიიჩნევს, რომ შარშანდელი სამხედრო ავანტიურის მსგავსი მოქმედების უნარი აღარ აქვს - ამის შესახებ მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე შტაბის უფროსმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა. მისივე თქმით, გენერალური შტაბი ფლობს ზუსტ მონაცემებს, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას 2004 წლიდან ამზადებდა. დღესვე რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს შეიარაღება ფარული სქემებით მიმდინარეობს, რასაც რუსეთის გენერალური შტაბი ყურადღებით აკვირდება. ამავე პრეს-კონფერენციაზე ნოგოვიცინმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან საზღვარზე რუსეთი მსხვილი სამხედრო დაჯგუფების და მეთვალყურეობის სისტემის განლაგებას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედროთა რაოდენობის გზარდას არ აპირებს, რადგან მსგავსი აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. ამასთან, გენერლის განცხადებით, აგრესიის შემთხვევაში რუსეთის პასუხი ადეკვატური იქნება.
XS
SM
MD
LG