Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებებს თბილისში არარეალურს უწოდებენ


საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები რეალობას სულ უფრო სცილდება. „ლავროვი ირწმუნება, რომ საქართველო დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობის საზომი აღარ არის, მაშინ, როდესაც ფაქტები სრულიად სხვა რეალობას ადასტურებს“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა. მისივე შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა რადიკალური განცხადებების მხრივ, ერთგვარი შეჯიბრიც კი დაიწყეს, რათა თავი ვლადიმირ პუტინს მოაწონონ.
XS
SM
MD
LG