Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დაიწყო


მოსკოვში დაიწყო მორიგი სასამართლო პროცესი რუს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. პოლიტკოვსკაია, რომელიც ცნობილი იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკული პუბლიკაციებით, 2006 წლის ოქტომბერში მოსკოვში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვიტანილი ჯერაც არ დაუკავებიათ, არ დაუდგენიათ არც მკვლელობის შესაძლო დამკვეთის ვინაობა. მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი თებერვალში გაამართლეს, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ პროცედურული დარღვევების გამო პროცესის განმეორებით გამართვა მოითხოვა. პოლიტკოვსკაიას მომხრეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მის მკვლელობაში ოფიციალური პირების ხელი ერია, რასაც კრემლი უარყოფს.
XS
SM
MD
LG