Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


თეირანში გაიმართა ირანის პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჟადის მეორე ვადით ინაუგურაცია. აჰმადინეჟადმა პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტად მისი მეორე ვადით არჩევა არის ირანში დიდი ცვლილების დასაწყისი. ახლა მას 2 კვირა აქვს ახალი მთავრობის შესაქმნელად. 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აჰმადინეჟადის გამოცხადებას ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნებში დამარცხებული კანდიდატები, მათ შორის რეფორმების მომხრე მირ ჰოსეინ მუსავი, ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა. პოლიციამ და შეიარაღებულ ჯგუფ “ბასიჯის” წევრებმა დაშალეს ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც დღეს პარლამენტთან შეიკრიბნენ აჰმადინეჟადის ინაუგარაციასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსათქმელად.
XS
SM
MD
LG