Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში გათავისუფლებული ორი ამერიკელი ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა


ორი ამერიკელი ჟურნალისტი ქალი, რომლის განთავისუფლებასაც ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შედეგად მიაღწია აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, სამშობლოში ჩაფრინდა. ორი ჟურნალისტი მარტში დააპატიმრეს ჩრდილოეთ კორეაში, მოგვიანებით მათ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტები ეუნა ლი და ლორა ლინგი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩონ ირმა შეიწყალა, რაც მას ფხენიანში ვიზიტის დროს სთხოვა ბილ კლინტონმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ჟურნალისტების გათავისუფლების მისაღწევად მას არანაირი დათმობით არ წაუხალისებია ჩრდილოეთი კორეა, რომელთანაც უთანხმოება აქვს ბირთვული პროგრამის გამო. თუმცა, ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერებთან საუბარში მიუთითა “იმ პოზიტიურზე, რაც შესაძლოა მოჰყვეს” ორი ამერიკელი ჟურნალისტის განთავისუფლებას. ჟურნალისტები მარტში დააპატიმრეს ჩინეთიდან ჩრდილეოთ კორეაში უკანონოდ გადასვლაში ბრალდების საფუძველზე. მოგვიანებით მათ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG