Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი ხელმძღვანელი ავღანეთში ჩავიდა


ნატოს ახალი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს ავღანეთში ჩაფრინდა. საქმე ეხება მის პირველ ვიზიტს ნატოს ხელმძღვანელის რანგში. ნატოს განცხადებით, ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს რასმუსენის შეხვედრებს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან, სხვა ავღანელ ოფიციალურ პირებთან, ისევე როგორც ნატოს მრავალეროვანი კოალიციის სარდალთან, გენერალ სტენლი მაკკრისტალთან და ავღანეთში განთავსებულ ჯარისკაცებთან.
XS
SM
MD
LG