Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შანსები ჰქონდა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე აგვისტოს ომის შემდეგ?


ლევან ცუცქირიძე (მარცხნივ) და თენგიზ ფხალაძე
ლევან ცუცქირიძე (მარცხნივ) და თენგიზ ფხალაძე
გასულ წელს, აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირების შეჩერების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან გაიგონებდით, რომ ამ ომმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა კიდევ უფრო მოაახლოვა, ვიდრე მანამდე იყო. ეს ოპტიმიზმი, სავარაუდოდ, ემყარებოდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდამჭერ განცხადებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობების მიერ მიღებულ განცხადებებს, რომლებითაც დაგმობილი იყო რუსეთის მოქმედება და საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ, იმ გადაწყვეტილებებს, რომლებითაც რუსეთის ურთიერთობა ნატოსა თუ ევროკავშირთან ფერხდებოდა. ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. რა შანსები გამოიყენა და რის გაკეთება ვერ შეძლო საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე აგვისტოს ომის შედეგების შესამსუბუქებლად? ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე და გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG