Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის 16 მსურველიდან, კონკურსის მეორე ტურში მონაწილეობას მხოლოდ 3 კანდიდატი მიიღებს. სამეურვეო საბჭოს წევრთაგან ხმების საკმარისი რაოდენობა დღეს გიორგი ჭანტურიამ, გიორგი კაჭარავამ და ზვიად ქორიძემ მიიღეს. მათი გასაუბრება სამეურვეო საბჭოს წვერებთან ხვალ გაიმართება. ხვალვე დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატთა ტელედებატებიც.
XS
SM
MD
LG