Accessibility links

ედუარდ კოკოითი: დამოუკიდებლობაზე უარს არასდროს ვიტყვით


ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვის და საქართველოს შემადგენლობაში არასდროს დაბრუნდება. სააგენტო ინტერფაქსთან ინტერვიუში ედუარდ კოკოითიმ რუსეთს სტრატეგიული პარტნიორი უწოდა და დასძინა, რომ მასთან ინტეგრაცია ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანებას არ ნიშნავს. ამავე ინტერვიუში კოკოითიმ განაცხადა, რომ თბილისს აგრესიულ მოქმედებებზე უარი არ უთქვამს, თუმცა, პროვოკაციების მიუხედავად, დიდი ომის საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს. აგვისტოს ომის წლისთავზე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს და მსოფლიოს სახელმწიფოებს მიმართა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებისკენ მოუწოდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართვაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის ცნობა ოს ხალხს თავიდან საქართველოს მხრიდან ახალ გენოციდს ააცილებს.
XS
SM
MD
LG