Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს ბარბაროსობაში ადანაშაულებს


აგვისტოს ომის წლისთავის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შარშან მიხეილ სააკაშავილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს მშვიდობისდამცველებზე არაადამიანური თავდასხმა განახორციელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით. საქართველოს ბარბაროსულმა აგრესიამ დაადასტურა, რომ ევროპული უსაფრთხოების არსებულ სისტემას სერიოზული ხარვეზები აქვს. ამავე განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო, მოსკოვს აფხაზი და ოსი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად, გარდა ორი რესპუბლიკის აღიარებისა, სხვა გზა არ ჰქონდა.
XS
SM
MD
LG