Accessibility links

ტერი დევისი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთსა და საქართველოს


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი რუსეთს და საქართველოს აკრიტიკებს კავკასიაში, მისი შეფასებით, “უპასუხსმგებლოდ მოქმედებისა და დაძაბულობის გამწვავების გამო - ზუსტად ისე, როგორც აკეთებდნენ ერთი წლის წინ, ომის დაწყებამდე”. “კონფლიქტის პირველ წლისთავს მხარეები რიტორიკით და დაძაბულობით აღნიშნავენ” - სწორედ ასეთ ვითარებაში დაიწყო სროლა ერთი წლის წინო, ნათქვამია ტერი დევისის განცხადებაში. მისივე თქმით, "მაშინ როცა ზოგი ქართველი და რუსი პოლიტიკოსი ერთმანეთს უყვირის და დავობს იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი", უნდა გვახსოვდეს დაღუპულები და ცოცხლებიც - როგორც დევისი აღნიშნავს, სახლებიდან გაძევებული ათასობით ადამიანი, რომელიც დღემდე არ დაბრუნებულა შინ.
XS
SM
MD
LG