Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ჩავიდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თურქეთს ეწვია ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით. ვიზიტის გეგმით, პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანი ხელს მოაწერენ რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის დოკუმენტს გაზსადენის პროექტზე თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმებით, თურქეთი რუსეთს ნებას დართავს, შავ ზღვაში ჩაატაროს კვლევითი სამუშაო, რომელიც ემსახურება “სამხრეთის ნაკადად” წოდებული გაზსადენის პროექტის განხორციელებას.
XS
SM
MD
LG