Accessibility links

logo-print

აფეთქებამ სამხრეთ ავღანეთში 5 ადამიანი იმსხვერპლა


ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი და არა 21, როგორც უფრო ადრე გავრცელებულ ცნობაში იყო ნათქვამი. დაღუპულები სხვებთან ერთად მიემგზავრებოდნენ ქორწილში, როცა აფეთქება მოხდა. სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით, დაიჭრილების რიცხვიც ხუთია. ჰელმანდში, რომელიც თალიბანის აჯანყების ერთ-ერთ ცენტრად არის მიჩნეული, მიმდინარეობს მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ათასობით ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG