Accessibility links

logo-print

ფილიპ გორდონი: "რუსეთის განსასაზღვრი არ არის, როგორ დაიცავს თავს საქართველო"


ფილიპ გორდონი

ფილიპ გორდონი

ფილიპ გორდონი: არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ომი განახლდება, თუმცა ვითარება სერიოზულია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება ძალიან სერიოზულია, თუმცა სამხედრო კონფლიქტის განახლება ნაკლებად სავარაუდოა. რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გორდონმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები სათანადოდ აფასებს სიტუაციის სერიოზულობას და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ომის განახლების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული. რადიო თავისუფლების შეკითხვას, შეაფერხებს თუ არა რუსეთის ლიდერთა განცხადებები საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის მიზანშეუწონლობის შესახებ ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობას, გორდონმა უპასუხა: "რუსეთის განსასაზღვრი არ არის, როგორ დაიცავს თავს საქართველო. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ რეგიონში სამხედრო ესკალაცია."

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის "გადატვირთვაზეც" ისაუბრა და თქვა, რომ ეს რთული პროცესი იქნება. "გულდასაწყვეტია, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას რუსეთში ბევრი კვლავაც უნაშთო თამაშად აღიქვამს" - განაცხადა გორდონმა და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს ამგვარი ხედვის შეცვლა სურს.

"რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევა ადვილი რომ იყოს, ეს დიდი ხნის წინ მოხდებოდა. არსებობს განსხვავებები ინტერესებსა და მსოფლმხედველობებში, და ჩვენ ამაზე დაუფარავად ვსაუბრობთ. მაგრამ 'გადატვირთვის' იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესებიც გვაქვს, და თუ ამ ინტერესებზე მოვახდენთ კონცენტრირებას და პრაგმატულ, კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ, შესაძლოა, ურთიერთობის ზოგადი ტონი და თანმხლები ეჭვებიც შეიცვალოს" - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
XS
SM
MD
LG