Accessibility links

logo-print

ობამა ამერიკის ეკონომიკის კრიზისის დასასრულის დასაწყისზე საუბრობს


აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ შესაძლებელია შეერთებული შტატები ეკონომიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისის მოწმე იყოს. ობამა აცხადებს, რომ ეკონომიკის გადარჩენის 787 მილიარდ დოლარიანი გეგმამ და სხვა საგანგებო ღონისძიებებმა შეაჩერა ქვეყნის ეკონომიკის ”თავისუფალი ვარდნა” და შეამცირა უმუშევრობის ზრდის ტემპი. უმუშევრობის შესახებ ახალი სტატისტიკა დღეს გამოქვეყნდება. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ზრდის მაჩვენებელი 9,6 პროცენტს მიაღწევს. გუშინდელი გამოსვლისას, ობამამ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია დაადანაშაულა აშშ ეკონომიკური კრიზისის შექმნაში.
XS
SM
MD
LG