Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ამნესტი ინტერნეშნლმა” აგვისტოს ომზე ანგარიში გამოაქვეყნა


7 აგვისტოს გამოქვეყნდა ”ამნესტი ინტერნეშნლმა” ანგარიში სათაურით - ”მშვიდობიანი მოსახლეობა ომის შემდეგ”. ანგარიში 45 გვერდიანია. ის შვიდი თავისგან შედგება მათ შორის: იძულებით გადაადგილებულები; ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება პოსტკონფლიტურ ზონაში; სამხედრო ტყვეები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები; საერთაშორისო მეთვალყურეობა; ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და ომის დანაშაულებისთვის. ანგარიშის ავტორები მკითხველს შეახსენებენ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს აქვთ ვალდებულება სწრაფად, და მიუკერძოებლად გამოიძიონ ადამიანის უფლებათა დარღვევები. აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაზე არ უზრუნია კონფლიქტის არც ერთ მხარეს და რომ ჩადენილია არაერთი დანაშაული. ბოლო თავში წარმოდგენილია "ამნესტის" რეკომენდაციები კონფლიქტის მხარეებისთვის: "ამნესტი" მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს, უზრუნველყონ იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებების დაცვა, მათი უსაფრთხოების დაცვა და უზრუნველყონ ისინი ინფორმაციით კონფლიქტის ზონაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, არ შეუშალონ ხელი მათთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებას. "ამნესტი" მოუწოდებს მხარეებს, საშუალება მისცენ ევროკავშირის დამკვირვებლებს სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი მანდატი. აგრეთვე, ხელი შეუწყონ განნაღმვის სამუშაოების გაგრძელებას და მოსახლეობას მიაწოდონ სრული და ოპერატიული ინფორმაცია ნაღმების საფრთხის შესახებ; საერთაშორისო საზოგადოებას "ამნესტი" მოუწოდებს, განაგრძოს მცდელობა მეთვალყურეების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეყვანის მიზნით; შეაჩეროს კასეტური იარაღის შენახვა, გამოყენება როგორც კერძო კომპანიებისა და ცალკეული პირების, ისე სახელმწიფოების მიერ.
XS
SM
MD
LG