Accessibility links

logo-print

ბათუმში კოცონს დანთებენ და დუმილით პატივს მიაგბენ ომში დაღუპულებს


ბათუმი

ბათუმი

ბათუმის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის სპეციალისტი ლაშა კილაბერია 5 აგვისტოს, 20 ბათუმელ ახალგაზრდასთან ერთად, განმუხურში, პატრიოტულ ბანაკში, მიემგზავრება იმის საჩვენებლად, რომ ახალგაზრდები საქართველოში ომის წინააღმდეგნი არიან. გარდა ამისა, როგორც ლაშა კილიბერია ამბობს, ბათუმში დაგეგმილია კოცონის დანთება და მდუმარე აქციაც. ამ ღონისძიებებს ბათუმის მერია ორგანიზაცია “7 აგვისტოს” დახმარებით გეგმავს. სტუდენტური ორგანიზაცია 7 აგვისტოს საქართველოს ერთიანობის დღედ გამოცხადებას ითხოვს. როგორც მისი ერთ–ერთი ხელმძღვანელი ამირან გოგიავა ამბობს, ამ ინიციატივაში ახალგაზრდები ერთ პოზიციაზე არიან. შიდა პოლიტიკაში ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს ჟურნალისტი მარინე კუპრეიშვილი, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა. არის ჟამი ქვათა გაყრისა და ქვათა შეერთებისა. ახლა არის დრო, როცა ერთად უნდა ვიყოთ, -ამბობს მარინე კუპრეიშვილი. ბათუმელები კი ამბობენ, რომ შარშანდელი აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოსაგონარია.
XS
SM
MD
LG