Accessibility links

logo-print

სასამართლომ გადაწყვიტა, დაიწყოს ახალი პროცესი პოლიტკოვსკაიას საქმეზე


რუსეთში სასამართლომ გადაწყვიტა, დაიწყოს ახალი პროცესი ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ უარყო პოლიტკოვსკაიას ოჯახის თხოვნა გამოძიების ხელახლა ჩატარების შესახებ. პოლიტკოვსკაია, რომელიც ცნობილი იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკული პუბლიკაციებით, 2006 წლის ოქტომბერში მოსკოვში მოკლეს. სამი ბრალდებული მამაკაცი მკვლელობასთან კავშირში არის ეჭვმიტანილი. პირველი სასამართლო პროცესის შედეგად ისინი გაამართლეს არასაკმარისი სამხილების გამო, პოლიტკოვსკაიას მომხრეების შეფასებით, ხარვეზებით ჩატარებული გამოძიების შემდეგ. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, რასაც ამჟამინდელი, ახალი პროცესი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG