Accessibility links

რასმუსენი: საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრები გახდებიან


ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ ბუქარესტში, 2008 წელს ხელმოწერილი კომუნიკე კვლავ ძალაშია. ამასთან, ანდერს ფოგ რასმუსენმა დასძინა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან. სააგენტო ინტერფაქსთან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს წევრობის პირობები როგორც პოლიტიკური და დემოკრატიული სტანდარტების, ასევე შესაბამისი რეფორმების მთელი სპექტრის მხრივ, საკმაოდ მკაცრია. ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო საკუთარ რიგებში რომელიმე ქვეყნის მიღებას მისი ნების საწინააღმდეგოდ არ აპირებს და თუ დემოკრატიული სახელმწიფო სუვერენულ უფლებას გამოიყენებს და შესაბამის პროგრესს მიაღწევს, ალიანსი თამაშის წესებს დაიცავს.
XS
SM
MD
LG