Accessibility links

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ განცხადება გაავრცელა


აგვისტოს ომის წლისთავის გამო, განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ. ის აღნიშნავს, რომ კონფლიქტის წლისთავი მის მსხვერპლთა გამო გლოვის საბაბია და ასევე, იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა დასაბრუნებლად დამატებითი ძალისხმევის შესაძლებლობაც. სოლანას შეფასებით, ომის წლისთავის წინ, საქართველოში სიტუაცია საერთო ჯამში მშვიდი იყო, თუმცა, საჯარო განცხადებებმა და ძალადობის განახლების ინფორმაციამ გარკვეული დაძაბულობა წარმოშვა. ხავიერ სოლანას განცხადებით, ინიციდენტების შესახებ გავრცელებული ცნობების დამადასტურებელი მტკიცებულებები ევროკავშირის მისიამ ვერ აღმოაჩინა. სოლანამ მხარეებს მოუწოდა, საზავო შეთანხმების პირობები დაიცვან და შეშფოთების გამომწვევი საკითხები ინციდენტების პრევენციის ფორმატით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას გადაწყვიტონ
XS
SM
MD
LG