Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სოფელ კოშკიდან 5 ქართველი გაიტაცა


ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სოფელ კოშკიდან 5 ქართველი გაიტაცა. გორის რაიონის ეს სოფელი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ ქართველთა გატაცების ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მათ გასათავისუფლებლად რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იური ტანაევმა რუსულ სააგენტოებს განუცხადა, რომ ქართველები, რომლებიც მათივე თქმით, დაკარგულ ძროხებს ეძებდნენ, საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად ცხინვალში იმყოფებიან. ტანაევის თქმით, გარემოებათა გარკვევის შემდეგ, დაკავებულ ქართველებს გაათავისუფლებენ. ამასთან, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ედუარდ კოკოითიმ სამართალდამცავებს დაკავებული ქართველების გათავისუფლება გარემოებათა გარკვევის გარეშე დაავალა.
XS
SM
MD
LG