Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი რიჩარდსი: ბრიტანეთი ავღანეთში, შესაძლოა, 40 წელიწადს დარჩეს


ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელის, სერ დევიდ რიჩარდსის აზრით, ბრიტანეთს ავღანეთში ყოფნა, შესაძლოა, მომავალი 40 წლის განმავლობაში მოუწიოს. როგორც გენერალმა რიჩარდსმა გაზეთ „ტაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, სამხედროების იქ დარჩენა შუალედურ პერსპექტივაში იქნება აუცილებელი - მაგრამ ამის შემდეგ ბრიტანეთი კიდევ 30 თუ 40 წელიწადი გააგრძელებს მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე „განვითარების, მთავრობის, უსაფრთხოების სექტორის რეფორმის“ პროცესებში. რიჩარდსის თქმით, სანამ ავღანეთი საკუთარ უსაფრთხოების ძალებს არ მოამზადებს, ქვეყნიდან ნატოს ძალების გასვლა „აბსოლუტურად გამორიცხულია“. გენერალი რიჩარდსი გენერალურ შტაბს ამ თვის ბოლოს ჩაუდგება სათავეში. ბრიტანეთს ავღანეთში 9 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.
XS
SM
MD
LG