Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ მოკლულია ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი


ვრცელდება ცნობები, რომ ინდონეზიის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად მოკლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტერორისტსად მიჩნეული პირი, ნურდინ მუჰამედ ტოპი. ინდონეზიის მედიის ცნობით, ნურდინი იავის ცენტრში, მის სამალავზე მიტანილი იერიშისას მოკლეს. პოლიცია ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ მოკლულებს შორის ნურდინი ამოიცნო. დღეს განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაცია მოჰყვა ნურდინის ერთგული რამდენიმე პირის დაპატიმრებას. წარმოშობით მალაიზიელ ნურდინს ბრალად ედება 2003 წლის შემდეგ ინდონეზიაში განხორციელებულ რამდენიმე შეტევის მოწყობა, რომელთა შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG