Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის წლისთავზე რუსეთის ლიდერები თბილისს აკრიტიკებენ


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ის არ გამორიცხავს თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთზე კიდევ ერთი თავდასხმის შესაძლებლობას. ასეთი განცხადებით პუტინი სოჭში, რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. დღესვე, უფრო ადრე, ვლადიკავკაზში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, და განაგრძობს მათთვის დახმარების აღმოჩენას - მათ შორის სამხედრო სფეროშიც. მედვედევმა მედლებით დააჯილდოვა შარშანდელი ომის მონაწილე ჯარისკაცები, და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ომის დაწყებისთვის სამაგიერო გადაეხდება. დღესვე მედვედევმა წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, და მადლობა გადაუხადა მას ხუთდღიანი კონფლიქტის დასრულებაში შესრულებული "მნიშვნელოვანი როლისთვის". წერილში მედვედევი აღნიშნავს, რომ მოსკოვი მთლიანად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მედვედევი თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის საჭიროებაზეც წერს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანამ "თავი უნდა შეიკავოს საქართველოს იარაღით მომარაგებისგან ხანგრძლივი პერიოდით".
XS
SM
MD
LG