Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის ოპოზიციური პარტიები კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ


მოლდავეთის ოთხმა პროდასავლურმა პარტიამ ხელი მოაწერა ოფიციალურ შეთანხმებას ახალი მმართველი კოალიციის შექმნის თაობაზე, რომელსაც "ევროპაში ინტეგრაციის ალიანსი" დაერქმევა. 29 ივლისის საპარლამენტო არჩევნებამდე ეს ოთხი პარტია ოპოზიციაში იყო. დღეს ოთხი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალი მთავრობისთვის პრიორიტეტები ევროპაში ინტეგრაცია, და კანონის უზენაესობის დამყარება უნდა იყოს. ამ შეთანხმების მიხედვით, აქამდე ქვეყნის სათავეში მდგომი კომუნისტური პარტია კოალიციის მიღმა რჩება.
XS
SM
MD
LG