Accessibility links

ყაზახ ჟურნალისტს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ყაზახეთის ქალაქ ტარაზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დამოუკიდებელი გაზეთის „ალმა-ათა ინფოს“ მთავარ რედაქტორს რამაზან ესერგეპოვს. სასამართლომ ესერგეპოვი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო საიდუმლოს გამხელაში. ბრალდებულის ვექილის, მუსათაი ბექთასოვის ცნობით, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ესერგეპოვს კიდევ ორი წლის განმავალობაში არ ექნება უფლება, ჟურნალისტად იმუშაოს. ყაზახეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანახმად, ესერგეპოვმა თავის გაზეთში გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები, რომელიც მას გავლენიანმა ბიზნესმენმა გადასცა.
XS
SM
MD
LG