Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და ბრიტანეთი ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებენ


ბრიტანეთმა და ირანმა ერთმანეთი მწვავედ გააკრიტიკეს თეირანში განახლებული სასამართლო პროცესის ფონზე, რომელზეც ირანის საპროტესტო აქციების მონაწილეებს ასამართლებენ. ერთ-ერთი განსასჯელი ირანში რიტანეთის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომელი, ჰუსეინ რასამია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ მილიბენდი, სასამართლო პროცესს ”პროვოკაციას” უწოდებს. ირანში კი სამთავრობო გაზეთმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბრიტანეთი და მის საელჩოს ”გადატრიალების დაგეგმვის შტაბ-ბინა” უწოდა. ანალოგიური ბრალდება გაიმეორა სხვა გაზეთმაც - მან ლონდონს ”თეირანში ვაშინგტონისა და თელ-ავივის ხელშეწყობით მიმდინარე ქუჩის აქციების დაგეგმვის ოთახი” უწოდა. დღესვე ირანის გავლენიანი ”რევოლუციის გუშაგების” სარდალი, იადოლა ჯავანი, გამოვიდა მოწოდებით, დაპატიმრებულ იქნან ოპოზიციის ლიდერი მირ ჰუსეინ მოსავი, და ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ ხათამი. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ”ირნას” ცნობით, ჯავანი ორ რეფორმატორს ირანში ”ხავერდოვანი რევოლუციის” განხორციელების მცდელობაში ადანაშაულებს. პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჟადის მეორედ არჩევას ივნისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ოპოზიციის მომხრეების მხრიდან - რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბებულ იქნა.

XS
SM
MD
LG