Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი: ჩინეთი დარწმუნდა შეერთებული შტატების ფინანსურ სიჯანსაღეში


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თქმით, ჩინეთის ლიდერებს შეერთებული შტატების ფინანსური სისტემის მდგომარეობა უკვე ნაკლებად აშინებთ. კლინტონის განცხადებით, შეიძლება ითქვას რომ ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ჩინელები მეტნაკლებად დარწმუნდნენ შეერთებული შტატების ფინანსური სისტემის სიჯანსაღეში. კლინტონი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა გაუმჯობესების გზაზეა, და პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყველაფერს აკეთებს დეფიციტის შესამცირებლად. კლინტონი ამ განცხადებებით ტელეკომპანია CNN-ის წამყვანთან, ცნობილ პოლიტოლოგ ფარიდ ზაქარიასთან ინტერვიუში გამოვიდა. გასულ თვეში ვაშინგტონში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ფინანსური და დიპლომატური წრეების მაღალჩინოსნებმა ორდღიანი მოლაპარაკება გამართეს.
XS
SM
MD
LG