Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის პრინცესას იტალიაში თითქმის 16 მილიონი დოლარი მოპარეს


სარდინიაში, სასტუმროს ოთახიდან მძარცველებმა საუდის არაბეთის პრინცესას თითქმის 16 მილიონი დოლარის ოდენობის ფული და სამკაულები მოპარეს. იტალიის მედიის ინფორმაციით, ქურდებმა სასტუმროს ოთახი გასაღებით გააღეს და სეიფი წაიღეს. სეიფი კედელში მხოლოდ სილიკონით იყო ჩამაგრებული. როგორც იუწყებიან, სარდინიაში უკვე ჩავიდნენ საუდის არაბეთის საელჩოს თანამშრომლები. საქმეში იტალიის სპეცსამსახურები, და ორივე ქვეყნის დიპლომატები ჩაერთვნენ.
XS
SM
MD
LG