Accessibility links

logo-print

სოხუმში რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებას იძიებენ


სოხუმში იძიებენ რკინიგზაზე წუხელ მომხდარ აფეთქებას. აფეთქდა ჰაუბიცის მოწყობილობა, რომელიც ლიანდაგის ქვეშ იყო დადებული. არავინ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ გზის მონაკვეთი და ელექტროგადამცემი ხაზი. დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, ოთარ ხეციას განცხადებით, აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანლიები არიან, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის გამო მათ ვინაობას არ ამხელენ.
XS
SM
MD
LG