Accessibility links

logo-print

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წელი გავიდა


ზუსტად 10 წელი გავიდა დღიდან, როდესაც რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი მოვიდა. 1999 წლის 9 აგვისტოს პრეზიდენტმა ბორის ელცინმა უშიშროების სამსახურის უფროსი პუტინი მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა და განაცხადა, რომ ის იყო პირი, რომელიც შეძლებდა რეფორმების გაგრძელებას. შემდეგ პუტინი ორი ვადით იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ახლა კი ის პრემიერ-მინისტრია. ”ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები პუტინის მიღწევებს შორის ასახელებენ ცხოვრების დონის ამაღლებას, და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. რუსეთის მოქალაქეების აზრით, არანაკლებ წარმატებული იყო მისი ნაბიჯები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კორუფციასთან და დანაშაულთან ბრძოლა, და ოლიგარქების გავლენის შემცირება.
XS
SM
MD
LG