Accessibility links

logo-print

თეთრი სახლის განცხადებით, ირანი ადასტურებს 3 ამერიკელის დაკავების ფაქტს


თეთრი სახლის განცხადებით, ირანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაკავებულია სამი ამერიკელი, რომლებიც ირანის ტერიტორიაზე ერაყიდან ტურისტული ლაშქრობისას გადავიდნენ. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველმა, ჯეიმს ჯონსმა, ტელეკომპანია ”ენ-ბი-სის” უთხრა, რომ ამერიკელებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, და ისინი უნდა გაათავისუფლონ. ამერიკელები - ორი მამაკაცი და ერთი ქალი - ერაყისა და ირანის საზღვარზე მთებში ტურისტული ლაშქრობისას დააკავეს.
XS
SM
MD
LG