Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: მტკიცებულება, რომ პაკისტანში თალიბანის ლიდერი მოკლულია, ”საკმაოდ დამაჯერებელია”


თეთრი სახლი აცხადებს, რომ თითქმის დარწმუნებულია - შეერთებული შტატების სარაკეტო თავდასხმას მართლა მოჰყვა პაკისტანში თალიბანის ლიდერის სიკვდილი, რამაც, თავის მხრივ, თალიბანის რიგებში მწვავე ბრძოლა გამოიწვია ძალაუფლებისთვის. უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიმს ჯონსმა სატელევიზიო ინტერვიუებში განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები 90 პროცენტით არიან დარწმუნებულნი - ბაითულა მეჰსუდი 5 აგვისტოს დაიღუპა. ჯონსმა ვერ დაადასტურა ცნობა, რომ ამის შემდეგ პაკისტანის თალიბანის კიდევ ერთი ხელმძღვანელი მოკლეს მეჰსუდის შემცვლელის დანიშვნისას მომხდარ უთანხმოებაში - მაგრამ განაცხადა, რომ თალიბანის წევრებს შორის ”უთანხმოება” მართლაც არის. მანამდე თალიბანის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვალი-ურ-რეჰმანიმ, უარყო ამგვარი უთანხმოების არსებობა.
XS
SM
MD
LG