Accessibility links

logo-print

ესპანეთის საკურორტო კუნძულ მაიორკაზე აფეთქებები მოხდა


სულ მცირე ორი მცირე მასშტაბის აფეთქება მოხდა ესპანეთის პოპულარულ საკურორტო კუნძულ მაიორკაზე. დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის. ორივე შემთხვევაში პოლიციას აფეთქებების შესახებ წინასწარ აცნობეს ტელეფონით, ბასკების სეპარატისტული დაჯგუფება ეტას სახელით. მანამდე ეტამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე აფეთქებაზე - მათ შორის 30 ივნისს მაიორკაზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ორი პოლიციელი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG