Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ტერაქტების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა


ბაღდადსა და ჩრდილოეთ ერაყის შიიტი მუსლიმებით დასახლებულ რეგიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად ორშაბათს 33 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ორი სატვირთო მანქანა ქალაქ მოსულის ჩრდილოეთით აფეთქდა, რის შედეგედაც დაიღუპა 26 და დაიჭრა 128 ადამიანი. ბაღდადში კი მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რამაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG