Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადსა და მოსულში აფეთქებების შედეგად 30 ადამიანი დაიხოცა


ერაყში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. პოლიციის ცნობით, დღეს 4 აფეთქება მოხდა ბაღდადსა და ქალაქ მოსულის მახლობლად შიიტებით დასახლებულ სოფელში. მოსულთან, სოფელ ალ-ხაზნაში, რამდენიმე წუთში აფეთქდა ორი ბომბი. 23 ადამიანი დაიხოცა. სოფელში განადგურდა 40-მდე სახლი.
XS
SM
MD
LG