Accessibility links

logo-print

ირანი არ დაემორჩილება დასავლეთის ზეწოლას ბირთვულ სფეროში მოლაპარაკების ვადების თაობაზე


ირანმა განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილება საერთაშორისო ზეწოლას, მიიღოს თავისი სადავო ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების ვადები. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ მოლაპარაკების ვადად სექტემბერი დაასახელეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰასან ყაშყავიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანი არაა ამ მოლაპარაკების წინააღმდეგი, მაგრამ მისი თქმით, ის არ მისცემს ნებას მსოფლიოს დიდ ქვეყნებს, მასზე ზეწოლა განახორციელონ. ირანი უარყოფს დასავლეთის ვარაუდს, რომ ის ბირთვულ იარაღს ქმნის.
XS
SM
MD
LG