Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ლენინის ძეგლის ჩამონგრევას ადამიანი ემსხვერპლა


ბლორუსიაში 21 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა ლენინის ძეგლის ჩამონგრევამ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ნასვამ მდგომარეობაში აძვრა ლენინის ძეგლზე და მის მკლავზე ჩამოეკიდა. ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის ცნობით, ძეგლის ზედა ნაწილი ჩამოინგრა და ახალგაზრდა კაცი, რომელიც ძირს დაეცა, მძიმედ დაშავდა. მოგვიანებით ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, ქალაქ გომელის საავადმყოფოს გზაზე.
XS
SM
MD
LG