Accessibility links

თბილისს ეწვია ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა


თბილისს ეწვია ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა და გავრცელებული ინფორმაციით, გამოსათხოვარი შეხვედრები გამართა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ბრაიზას კანდიდატურა წარდგენილია აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე. თბილისში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას ბრაიზამ გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო მალე გახდება ერთ-ერთი დემოკრატიული სახელმწიფო. მისივე შეფასებით, საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის - “არის თემები, რომლებზეც საუბარი და კამათი მოგვიწევს, რომლებიც საქართველოს სასიკეთოდ გადაწყდება”. ბრაიზამ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მსგავსად პრეზიდენტი ობამაც მუდმივად აკეთებს საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობაში და მუდმივად აყენებს საკითხს რუსული ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ.
XS
SM
MD
LG