Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი და მისი მეუღლე მოიტაცეს


რუსეთში უფლებადამცავ ორგანიზაცია “მემორიალის” განცხადებით, გროზნოში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი და მისი მეუღლე მოიტაცეს. ამ წყაროს ცნობით, ზარემა სადულაევას ოფისში დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და სადულაევა მის მეუღლესთან ერთად წაიყვანეს. გროზნოს პოლიციას ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. “მემორიალის” წარმომადგენლის განცხადებით, სადულაევას ორგანიზაცია ეხმარებოდა ჩეჩნეთში ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს.
XS
SM
MD
LG