Accessibility links

logo-print

ინდოეთსა და ტოკიოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


ორშაბათს მასშტაბური მიწისძვრა მოხდა ინდოეთის ოკეანეში მდებარე ანდამანის კუნძულებზე. მოსახლეობამ ცუნამის შესახებ გაფრთხილების შემდეგ სახლები დატოვეს. მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7,6 ბალს შეადგენდა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა ინდოეთში, მიანმარში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და ბანგლადეშში. მოგვიანებით კი ეს გაფრთხილება გაუქმდა. გუშინვე ძლიერი მიწისძვრა იყო ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 30-ზე მეტმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. შეჩერდა მატარებლების მოძრაობა და დაიხურა ორი ბირთვული რეაქტორი.
XS
SM
MD
LG